მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გამდიდრდა - Starbucks

BM.GE
14.03.21 11:57
612
ბერძნული მითოლოგიის ორკუდა სირინოზის, უფრო სწორად მისი გამოსახულებით სიეტლში 1971 წელს დაწყებული გამდიდრების ისტორია. ვიზუალზე აქცენტს თავისი მიზეზი აქვს, 2011 წლიდან კომპანია იმდენადაა დარწმუნებული საკუთარ ცნობადობაში, რომ აღარ თვლის საჭიროდ მისი სახელის დატანას ლოგოტიპზე - ეს სტარბაქსია და მისი სახელიც ლიტერატურულია. არჩევანი ჰერმან მელვილის რომანის „მობი დიკის“ პერსონაჟის სახელის, „Starbucks“-ის მიხედვით შეირჩა. „Starbucks“ მსოფლიოს მასშტაბით რესტორნების რაოდენობით სამეულშია და ამ კრიტერიუმით კონკურენციაშია მაკდონალდსა და საბვეისთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები