მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამოიმუშავა უიტნი ჰიუსტონმა გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ $9.5 მლნ

5dba9fe7c0df4
მიხეილ ხაჩიძე
01.11.19 00:10
1214
როგორ გამოიმუშავა უიტნი ჰიუსტონმა გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, 9.5 მილიონი დოლარი?! - გასული 12 თვის განმავლობაში, გარდაცვლილი ვარსკვლავის შემოსავალმა 9,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეტწილად Primary Wave-ის საქმიანობითაა გამოწვეული, რაც მომღერლის მემკვიდრეობის აღორძინებას ემსახურება. ამის წყალობით, უიტნი ჰიუსტონი Forbes-ის 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგში პირველად შევიდა.

მომღერლის სიმღერებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უსმენს. ჰიუსტონის სიმღერას Higher Love-ს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიასა და გერმანიაში ოქროს სტატუსი მიენიჭა, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში – პლატინის. ირლანდიაში კი სიმღერა ორჯერ გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი. Spotify-ის მომხმარებლებმა Higher Love-ს 175 მილიონჯერ მოუსმინეს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, უიტნი ჰიუსტონის სიმღერებს მხოლოდ აშშ-ში საშუალოდ, 800 მილიონჯერ მოუსმინეს. წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 500 მილიონი იყო.
 
ლეგენდარული მომღერლის მიერ შესრულებული Higher Love-ის ქავერ-ვერსიის ისტორია 1990 წელს დაიწყო. სიმღერის ორიგინალი ვარიანტი 1986 წელს გამოვიდა, ჰიუსტონმა კი საკუთარი ვერსია 4 წლის შემდეგ ჩაწერა. ეს სიმღერა ალბომის იაპონური ვერსიის დამატებით ტრეკად ჩაიწერა. თავად უიტნი ჰიუსტონმა ის პირველად ცოცხლად 1990 წელს იაპონიაში ტურნეს დროს შეასრულა. 

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ კი, დიჯეი Kygo-მ სიმღერა დააქავერა, რაც დღეს-დღეობით უზომოდ პოპულარულია. 
 
შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში, აშშ-ში, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, ის კოკაინით გამოწვეული გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები