საქსტატმა 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელმაც 2 217 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სექტორების მიხედვით საშუალო ხელფასებს, მათ შორის პირველ ადგილს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი იკავებს, რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს. როგორ ითვლის საქსტატი საშუალო ხელფასის მონაცემებს და მათ შორის მედიანურ ხელფასს?