დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შტამების ერთმანეთისგან გარჩევა ლაბორატორიული დამტკიცების გარეშე რთულია და ორივეს ახასიათებს ნიშნები, რაც ყველა სხვა რესპირაციულ დაავადებას. ამის შესახებ მან მედია-სემინარზე განაცხადა.
„ჩივილები იგივეა, რაც რესპირაციულ ინფექციებს ახასიათებს. სადაც ინდური შტამია, იქ ცოტა მეტია სურდო, თავის ტკივილი და ყელის ტკივილი. დანარჩენად იგივეა, რაც სხვა რესპირაციულ დაავადებებს ახასიათებს: ხველა, ნახველი და ტემპერატურა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ე.წ. დელტა შტამით ინფიცირების 80-მდე შემთხვევაა დადასტურებული.




























