მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განვათავსოთ რეკლამები “საქართველოს ბანკის” Ads-მენეჯერში და გავიდეთ მილიონიან აუდიტორიაზე? - თორნიკე სამადაშვილის განმარტება

Ads-მენეჯერი
სტატიაში საუბარია:

“საქართველოს ბანკის” ციფრულ პლატფორმებს საქართველოში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, რაც ბევრ უპირატესობასთან ერთად, ბიზნესებს საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების ფართო მასებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს. ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც საქართველოს ბანკმა კორპორაციული კლიენტებისთვის შექმნა - Ads-მენეჯერია, რომლის შესახებაც “საქართველოს ბანკის” პროდუქტის მფლობელმა, თორნიკე სამადაშვილმა TECH INFORM-ში ისაუბრა.

“საქართველოს ბანკში” ახალი სარეკლამო პლატფორმა გავაკეთეთ, რომლის დახმარებითაც ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას მომხმარებელს “საქართველოს ბანკის” ციფრულ არხებში მისწვდეს. საუბარია სამ ციფრულ არხზე, ესენია: “საქართველოს ბანკის” მობილბანკი, sCoolApp-ი და ვებგვერდი - offers.bog.ge.

Ads-მენეჯერის პლატფორმის გამოყენება მერჩანტებს ვებგვერდზე - manager.bog.ge - შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჰქონდეთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. იმ მერჩანტებს კი, რომელთაც ჩვენი გადახდის მეთოდი არ აქვთ, მისი მოთხოვნა შეუძლიათ”, - ამბობს თორნიკე სამადაშვილი და დასძენს, რომ გადახდის მეთოდი მოიაზრებს, როგორც POS-ტერმინალს, ასევე ელექტრონული კომერციის გადახდის მეთოდს, ანუ API-პლაგინს.

“საქართველოს ბანკის” პროდუქტის მფლობელის განმარტებით, Ads-მენეჯერის გამოყენებით ბანკის კორპორაციულ მომხმარებლებს მათ კლიენტებზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნა და გავრცელება შეუძლიათ. შეთავაზებები კი, როგორც წესი, ქეშბექებსა და ფასდაკლებას გულისხმობს.

კარგი რეკლამის განსათავსებლად, ცხადია, საჭიროა ანალიტიკური ცოდნა, რომლის მიღება “საქართველოს ბანკის” მომხმარებლებს ამავე პლატფორმიდან შეუძლიათ.

“საქართველოს ბანკი”, ამ ეტაპზე, შედეგის გაზომვისა და ბიზნესპროცესების ანალიტიკის ნახვის ორ გზას გვთავაზობს, ესენია - გადახდების ანალიტიკა და მომხმარებლების ანალიტიკა. ეს უკანასკნელი გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ, თუ ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, იგულისხმება პროფილი, დემოგრაფია და ბარათების ანალიტიკა. ამ ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია კამპანია სწორად დავგეგმოთ.

საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე, “საქართველოს ბანკი” Ads-მენეჯერიდან საკომისიო გადასახადს არ იღებს და ერთადერთი ფასნამატი, რომელსაც მომხმარებელი იხდის - დამატებული ღირებულების გადასახადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები