ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი - Hello Kitty უკვე 50 წლისაა. ნახევარი საუკუნეა რაც იაპონური კომპანია Sanrio Hello Kitty-ს ავითარებს. კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბრენდი დღეს ცვლილებებს განიცდის. სიახლეების მიზეზი კი სანრიოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორია. როგორ გარდაიქმნა Hello Kitty და რას გულისხმობს - ტომოკუნი ცუჯის, იგივე სანრიოს ხელმძღვანელის სტრატეგია?