მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაუმჯობესდეს კონკრეტული საკითხები შესაბამის კანონებში - საკითხზე მსჯელობა გაიმართა

649329bca522e
BM.GE
21.06.23 20:47
451
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო ასოციაციის წინადადებები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ადვოკატთა ასოციაციის წინადადებებში მოცემულია როგორ გაუმჯობესდეს კონკრეტული საკითხები შესაბამის კანონებში, რომელმაც ხელი უნდა შეეწყოს ხარისხობრივად უკეთესი მართლმსაჯულების განხორციელებას ადვოკატების მხრიდან და ასევე, ადვოკატებისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნას მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხებზე. გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, რომ საბოლოო დავაახლოოთ პოზიციები და ამის შემდეგ გადავწყვეტთ რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს კანონში შესაბამისი ცვლილებები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები