„უნდა გამოვიჩინოთ კრეატიული მიდგომა”- ასე პასუხობს bm.ge-ის ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა. განცხადება დღეს ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. როგორ უნდა გავაღრმაოთ კავშირები შტატებთან, რა პროცესი მიდის ამ ეტაპზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით და რა პერსპექტივები არსებობს ამერიკა საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე.