მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასები წლების განმავლობაში?

5e0b52403202a
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.19 18:04
2234
საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის თითქმის ნახევარს, 43%-ს სურსათის შესაძენად ხარჯავს, რაც განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს რამდენჯერმე აღემატება. შესაბამისად, სასურსათო პროდუქტების ფასებს ქვეყანაში საკმაოდ მნიშველოვანი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. 

გასული 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ხორცპროდუქტების ფასებია გაზრდილი, სადაც ფასები თითქმის გაორმაგდა. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი ყველის, შაქრის, ლობიოს და სხვა პროდუქტების ფასები. საინტერესოა, რომ შედარებითი სტაბილურობით გამოირჩევა კარტოფილისა და კვერცხის ფასები, სადაც გასული ათწლეულის განმავლობაში ზრდა 20%-ს არ აღემატება.