მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა ჯანდაცვის მთლიანი ხარჯები საქართველოში წლების განმავლობაში?

5dfbb75b6ccdc
BM.GE
19.12.19 22:20
1362
საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების მაჩვენებელი გამოკვეთილი ცვალებადობით გამოირჩევა. 2013 წლამდე აღნიშნული დანახარჯების წილი, მშპ-სთან მიმართებით, კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა ამ წლის შემდეგ, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების ფარდობითი მაჩვენებელი გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, საჯარო დანახარჯების ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ საუბარია კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზს ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების წილმა მშპ-ს 7.6% შეადგინა, რაც 2013 წელს 7.3% იყო. 2013 წლიდან ბიუჯეტის ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები გაიზარდა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითაა გამოწვეული.

„აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან ბიუჯეტში არამარტო ჯანდაცვის არამედ, სოციალური დაცვის ხარჯებიც იზრდება. შედეგად, ბიუჯეტის მთლიანი დანახარჯების 1/3-ზე მეტი ინდივიდუალური ტრანსფერები - სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებია, რომელშიც ჯანდაცვის წილი 10%-ს შეადგენს. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედებაც აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება, რამაც თვალსაჩინო გავლენა იქონია ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების ფარდობით ზრდაზე, რადგან ამავე პერიოდში, ჯანდაცვის კერძო დანახარჯების წილი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ხოლო, აღნიშნულ პერიოდში საჯარო დანახარჯების ფარდობა მშპ-სთან 1.6%-დან 3.0%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, მომზადებულ ანალიზში წერია, რომ ჯანდაცვის საჯარო დანახარჯების საშუალოდ 92.3% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. დანარჩენი კი - სუბნაციონალური ბიუჯეტის ხარჯებია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსების საშუალოდ 65.9%, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასიგნებებს უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები