საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 10.78 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -19.79% წინა კვირასთან შედარებით და -25.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 828 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.62 - 13.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 134 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 9.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -21.31% წინა კვირასთან შედარებით და - 33.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 397 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.53 - 12.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 4.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -18.58% წინა კვირასთან შედარებით და -32.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1400 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 4.50 - 5.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 179 ათასი აქცია შეადგინა.
წყარო - Galt & Taggart