მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმოქმედებს სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა ტრანზიტით შემომავალ ვიზიტორებზე?

გამგზავრება აეროპორტი

როგორ იმოქმედებს სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა ტრანზიტით შემომავალ ვიზიტორებზე? - აღნიშნული კითხვით დეპუტატმა, ხატია წილოსანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კირცხალიას მიმართა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ტურიზმის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით წარადგინა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა იმ ქვეყნების 90%-ში უკვე მოქმედებს, საიდანაც შეიძლება ტურისტები საქართველოს გავლით მოხვდნენ, ამიტომ ეს პრობლემას არ შექმნის.

“სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა ქვეყნების თითქმის 90% მოქმედებს, საიდანაც შეიძლება საქართველოს გავლით ტურისტები მოხვდნენ. აქაც არ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევები, როცა დაზღვევის არქონის გამო, შეფერხება ყოფილიყო, ეს უბრალოდ მოექცევა რეგულაციაში და იქნება სავალდებულო“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ტურიზმის კანონში შესაბამისი ცვლილების მიზანს საკითხის რეგულაციებში მოქცევა წარმოადგენს, ვინაიდან საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა 95%-ზე მეტი კერძო დაზღვევით ისედაც სარგებლობს.

„ასე რომ, არის მხოლოდ უმნიშვნელო შემთხვევები, როცა აქ დაზღვევის გარეშე შემოდიან, ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ კანონით დავარეგულიროთ და სავალდებულო გახდეს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა "ტურიზმის შესახებ" კანონში ცვლილება დააინიციირეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე არ ექნებათ. არსებული ჩანაწერით კი, ვალდებულება 1-ლი ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში. დოკუმენტში წერია, რომ დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მთელი რიგი წინაპირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ვადის გახანგრძლივება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები