მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმუშავებს შემოსავლების სამსახური 25 ოქტომბერს - უწყება განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური 25 ოქტომბერს, რომელიც უქმე დღედ გამოცხადდა გარკვეული შეზღუდვებით იმუშავებს.

უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. ამასთან, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

2024 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

"გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის: 2024 წლის 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები