საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ოქტომბერს, რომელიც უქმე დღედ გამოცხადდა გარკვეული შეზღუდვებით იმუშავებს.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. ამასთან, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.
ცნობისთვის,25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.