მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იქმნება სტილი: TheRhea-ს ისტორია - სალომე კვიკვინია ქალების ნარატივში

ქართული მოდის ინდუსტრია ბოლო წლებში სერიოზულ კომერციულ სეგმენტად ჩამოყალიბდა, სადაც კონკურენცია მხოლოდ დიზაინს კი არა, წარმოების ხარისხს, კონსტრუქციასა და მდგრადობას ეფუძნება. ამ ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა — ქალის ტანსაცმლის ბრენდი theRhea, რომელიც საკუთარ ატელიეში მზა და ინდივიდუალური შეკვეთით შექმნილ სამოსს აერთიანებს. ბრენდის უკან დგას სალომე კვიკვინია, რომლის პროფესიული გზაც ენერგეტიკიდან დაიწყო, გაგრძელდა მოდის ტექნოლოგიების შესწავლით, კონსტრუქტორ-გამომჭრელის პოზიციითა და ინგოროყვას ბრენდში ათწლიანი მენეჯერული საქმიანობით. რა საოპერაციო ბარიერები ახლავს ქართული ტანსაცმლის წარმოებას და როგორ ხდება საერთაშორისო ამბიციის მქონე ბრენდის ფორმირება?

სტუმარი: სალომე კვიკვინია - TheRhea, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები