ყვავილების სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან, აფხაზეთში ბებიის მოშენებული ულამაზესი ბაღიდან იწყება და 15-წლიანი პროფესიული გამოცდილების შემდეგ ნიუ-იორკში წარმატებულ ბიზნესად იქცევა - ეს ფლორისტ-დიზაინერ ნინო შონიას ისტორიაა. წარმოშობით აფხაზეთიდან, თბილისში დაბადებული ნინო წლების განმავლობაში საქართველოში წამყვან ფლორისტ-დიზაინერად მუშაობდა და ამ პროფესიას მომავალ თაობებსაც ასწავლიდა. 2023 წლის ნოემბერში ის ოჯახთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა და ჩასვლისთანავე დაიწყო საქმიანობა. დღეს ნინო ბრუკლინში ფლობს და მართავს ბუტიკს - Nina Flowers & Design NY.Floral Boutique. მისი ხელწერა ბუნებრივ ტექსტურებსა და ორგანულ ასიმეტრიას ეფუძნება. თუმცა, ყველაზე საინტერესო მისი ბიზნესმოდელის გეოგრაფიაა: გარდა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსისა, ის შეკვეთებს იღებს ამერიკის ნებისმიერი შტატიდან, ევროპიდან და ასრულებს საქართველოს ყველა ქალაქში - მათ შორის აფხაზეთშიც
სტუმარი: ნინო შონია - Nina Flowers & Design NY.Floral Boutique, დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























