ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება ინტერესი პერსონალური ენერგეტიკის, ეზოთერიკისა და სულიერი განვითარების პრაქტიკების მიმართ. ამ ტენდენციამ ბიზნესში ახალი, საკმაოდ საინტერესო ნიშა გააჩინა. სტარტაპი „Where Is My Mandala“ ქართველი არტისტის, თაკო კობალაძის მიერ დაფუძნებული პროექტია, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ, ხელით შესრულებულ ენერგეტიკულ მანდალებს სთავაზობს. მისი შემოქმედება ეფუძნება წმინდა გეომეტრიას, კოსმიურ ციკლებს და აღმოსავლურ ფილოსოფიას.
როგორ იქცა ეს შემოქმედებითი და სულიერი პროცესი სტარტაპად, რამდენად მოთხოვნადია მსგავსი კონცეპტუალური ნამუშევრები ქართულ ბაზარზე და ვინ არის „Where Is My Mandala“-ს მთავარი მომხმარებელი?
სტუმარი: თაკო კობალაძე - Where Is My Mandala, დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























