მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში იმერეთში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორები ტურისტული ვიზიტების რაოდენობით უკმაყოფილოები იყვნენ. ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ადგილობრივ ტურიზმში მეტწილად ის მოგზაურები მოიაზრებიან რომელიც რეგიონებს ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად სტუმრობენ. ეს კატეგორია კი ტურიზმში ჩართულ სხვადასხვა ბიზნესს შემოსავალს არ აძლევდა. წლის პირველ თვეებში დაფიქსირებული ადგილობრივი ტურიზმის გაზრდილი მაჩვენებელი, იმერეთში უფრო საკვებ ობიექტებზე აისახა, ვიდრე სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებზე.
რა ხდება ზაფხულის სეზონზე, ვინ სტუმრობს რეგიონს და როგორია წლის მოლოდინები?
სტუმარი: ლაშა ბერეკაშვილი - Travel To Georgia-ს დირექტორი;