მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მიმდინარეობს კომპანიების მონიტორინგი?

BM.GE
09.04.20 11:40
813
ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი 34-მდე გაიზარდა. ახალ გამონაკლისებს შორის მოხვდა გაზსადენებისა და ლიფტების რემონტი, ასევე სალარო აპარატებისთვის სპეციალური ქაღალდის მიწოდება. გარდა ამისა დაზუსტდა ზოგიერთი სფეროს აღწერაც. რამდენი კომპანია შემოწმდა ამ დროის განმავლობაში და მათგან რამდენმა მოახერხა მუშაობის აღდგენა?

იმისთვის, რომ კერძო სექტორმა საგანგებო სიტუაციისა და კარანტინის პირობებში ოპერირების გაგრძელება შეძლოს, აუცილებელია მათ ეკონომიკის სამინისტროს ან თბილისის მუნიციპალიტეტს მიმართონ და სპეციალური აპლიკაცია შეავსონ. კომპანიების წარმომადგენლებმა შევსებულ განცხადებასა და სარეგისტრაციო ფორმაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პროექტის გასაგრძელებლად საჭირო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, კომპანიის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ არსებული ინფორმაცია უნდა წარადგინონ. სწორედ ამის შემდეგ ხდება ობიექტის შემოწმება და არსებული სიტუაციის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანო აყენებს ამა თუ იმ კომპანიის შუამდგომლობას ცენტარულ ხელისუფლებასთან.

სტუმარი: ბექა ფერაძე - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები