მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის პროგრამა?

BM.GE
01.06.23 11:15
574
2022 წლიდან მიწის სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდა. მიწის სისტემური რეგისტრაცია კი უფასოა. სისტემური რეგისტრაციის ინიციატორია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა. ამ შემთხვევაში რეგისტრაცია გეგმა–გრაფიკით მიმდინარეობს, საამზომველო სამუშაოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს. სპორადული რეგისტრაცია კი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე იწყება. საამზომველო სამუშაოებსაც მოქალაქე აწარმოებს. ის ფასიანია და 300 ლარი ჯდება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა სამ წლიანი პროექტია, რომელიც1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემით, ბოლო 6 წელიწადში წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. სწორედ ამიტომ აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. 

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას. როგორ მიმდინარეობს პროცესი?

სტუმარი: თამთა კახიძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები