მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს რთველი 2023?

ტრადიცია გრძელდება - რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება, რაც 1 კგ-ზე 20 თეთრს შეადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია სეტყვით დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0,90 ლარს გადაიხდის. 

ამავე დროს ფერმერებისთვის როგორც თავად ამბობენ ყურძნის თვითღირებულება გაზრდილია. გაძირებული მოვლის საშუალებებიდან გამომდინარე თუ 1 ჰექტრის მოვლა სხვა წლებში ჯდებოდა 3 ათას ლარამდე, წელს 4 ათას ლარამდე გაიზარდა. 

ამ დროისთვის რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო. გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სტუმარი: გიორგი სამანიშვილი - ექსპერტი მეღვინეობის საკითხებში;