მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მივედით აქამდე? - სამი მთავარი ფაქტორია - თინა რუხაძის მოსაზრება

ACT

კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა თინა რუხაძემ BMGtv-ის სპეციალურ ეთერში, იმ გავლილ გზაზე ისაუბრა, როგორ მოვიდა ქვეყანა აქამდე.

თინა რუხაძემ იგავი გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, ბაყაყს ცხელ ტაფაზე თუ დასვამ, მყისვე გადახტება, მაგრამ ცივ ტაფაზე თუ დასვამ და ნელ-ნელა მოუმატებ ტემპერატურას, ის ისე იწვება, რომ ვერ იგებს. "ზუსტად ეს დაგვემართა", - ამბობს ის.

საქართველოს ბიზნესის ხმა ევროინტეგრაციისთვის და უსამართლობასთან შეუგუებლობისთვის - 8 დეკემბრის "ბიზნესის კვირეულის" ეთერში საქართველოს ბიზნესლიდერები შეიკრიბნენ, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"მე აქ მოსული ვარ აქ როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, მაგრამ ჯერ, მინდა პოზიცია დავაფიქსირო, როგორც მოქალაქემ. აბსოლუტურად ვემიჯნები იმ სისასტიკეს და სიყრუეს, რომელიც დღეს მმართველი პარტიის მხრიდან ხდება. აქ მოსული ვარ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ მივედით აქამდე და რა არის გამოსავალი.

სამ მთავარ ფაქტორს ვიტყვი. ჩვენ აქამდე მივედით წინა მთავრობის სიძულვილით. იცით, როგორ მოვიდა, ეს მთავრობა და იცით, როგორ მისცა მას ხმა, წინა ხელისუფლების სიძულვილით და სიძულვილზე სიკეთე არასოდეს შენდება და დიდი იმედი მაქვს, ახლაც, არ მოხდება ისე, რომ სიძულვილით მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება.

მეორე, მე ვფიქრობ ეს იყო უკეთესი მომავლის პოზიტიური მოლოდინი. კონსტიტუციაში ჩაწერა მთავრობამ ეს მუხლი, ევროკავშირისკენ გზა რომ ჩვენი არჩევანია. ჩვენ გვქონდა უკეთესის იმედი და ამის ნიშნებიც არსებობდა.

და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ კონფორმიზმი, რომელიც ჩემი აზრით, ინდივიდუალური კონფორმიზმიდან იწყება. რაღაცაზე გავჩუმდით, რაღაცაზე თვალი დავხუჭეთ. იმ მდგომარეობაში ვართ, ცივ ტაფაზე რომ დასვამ ბაყაყს, ვერ გრძნობს როგორ იწვება. ცხელ ტაფაზე თუ დასვამ, მყისვე გადახტება, მაგრამ ცივ ტაფაზე თუ დასვამ და ნელ-ნელა მოუმატებ ტემპერატურას ის ისე იწვება, რომ ვერ იგებს" - აცხადებს თინა რუხაძე.

რაც შეეხება გამოსავალს, რუხაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი საზოგადოების ერთიანი ხმაა.

"გამოსავალი ხალხის და ბიზნესის, საზოგადოების ყველა წრის საერთო პოზიციაშია. იმაში, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას. მე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ", - თქვა კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა.

შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. 10 დღის განმავლობაში განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. გუშინ, 7 დეკემბერს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები. ამ დრომდე დაპატიმრებულია 400-მდე აქტივისტი. არც ერთი სამართალდამცველის, ან აქციის მონაწილეზე თავდამსხმელის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

ბიზნესის კვირეული - LIVE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები