მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

თინათინ რუხაძე

"პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა.

ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 28 ივლისს დატოვა. მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები