მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოგვარდება არაკვალიფიციური მუშახელის პრობლემა? - მედეა ტაბატაძის განმარტება

628bd4cbbf991
ალა ისპირიანი
24.05.22 01:00
904
საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველ პარტნიორს მედეა ტაბატაძეს კვალიფიციური მუშახელის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად დამქირავებლის მიერ დაქირავებულის განვითარებაზე ზრუნვა მიაჩნია.

როგორც მან „საქმიან დილაში“ განაცხადა თანამშრომლებისთვის გარკვეული ტრენინგების უზრუნველყოფა ან სასწავლო ცენტრების შექმნა აუცილებელია.

„კომპანიები და ორგანიზაციები საუბრობენ, რომ მათ [დაქირავებულებს] გარკვეული უნარების დეფიციტი აქვთ. ამ ცოდნის დეფიციტის აღმოფხვრის საშუალება თანამშრომლისთვის სასწავლო ცენტრების შექმნა ან მათთვის ტრენინგების ჩატარებაა. დამქირავებლებმა არსებული და პოტენციური თანამშრომლების განვითარებისთვის უნდა იზრუნონ, რაც თანამშრომელს მოტივაციას მისცემს.

მაგალითად, მე თუ ვისწავლე რაღაც [ინვესტიცია ჩავდე ჩემ ცოდნაში] აუცილებლად შევაფასებ ამ ჩადებულ ინვესტიციას და მოლოდინები გამიჩნდება, რომ ეს მაღალ უკუგებას, მაგალითად, ცოდნის სანაცვლოდ ან გაზრდილ ხელფასს მივიღებ ან გაზრდილ მოტივაციას, მომცემს.

ცოდნის საშუალებით გაიზრდება ჩემი კვალიფიკაცია. ასევე საშუალება მექნება მოვნიშნო ის ორგანიზაცია [დავსაქმდე], სადაც ძალიან მინდა მუშაობა", - განაცხადა საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource- ის მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები