მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოიპოვა Toyota Prius-მა ყველაზე ლამაზი ავტომობილის წოდება?

prius

უკვე ათწლეულებია, რაც მსოფლიოს მასშტაბით Toyota Prius-ს ყველაზე გამძლე, ეკონომიური, სანდო და ხელმისაწვდომი ავტომობილის სტატუსი აქვს, რაც მან ნამდვილად დამსახურებულად მოიპოვა და ამ მიღწევაზე არც არავინ დავობს.

ბოლო დროს, Prius-ს კიდევ ერთი ახალი წოდება შეემატა - „ლამაზი“, რაც ისევე უცნაურად ჟღერს, როგორც, მაგალითად, უშნო Pagani. საქმე ისაა, რომ 2023 წელს Prius-ის დიზაინი დრამატულად შეიცვალა და ის არასასურველი ტრანსპორტიდან მიმზიდველ ავტომობილად იქცა. ცხადია, თავდაპირველად, Prius-ის აღზევებაზე საუბარი ავტოჟურნალისტებმა დაიწყეს, თუმცა ახლა უკვე ამ ფაქტს თითქმის ყველა აღიარებს, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებაც.

ცოტა ხნის წინ, 2024 წლის World Car Design-ის ჯილდო ყველაზე ლამაზი ავტომობილის კატეგორიაში სწორედ Toyota Prius-ს გადაეცა, რითაც ვარაუდს წერტილი დაესვა და იაპონური ჰიბრიდის აღმატებულება საქვეყნოდ დამტკიცდა.

ახალ Prius-ს მინიმალისტური, მოქნილი და აეროდინამიკურად გამართული დიზაინი გამოარჩევს, რომელიც გაცილებით უფრო ძვირად გამოიყურება, ვიდრე თავად ავტომობილი ღირს.

Toyota-ს ეს მოდელი ხელმისაწვდომია 1.8 ლიტრის ან 2.0 ლიტრის მოცულობის ჰიბრიდული სისტემით. ასევე, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეუძლია წინა წამყვან (FWD) ან ყველა წამყვან (AWD) სისტემას შორის.

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს რაც შეეხება, ახალი Prius-ის წვა 100 კილომეტრზე საშუალოდ 5 ლიტრს შეადგენს, რაც მას ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურ ავტომობილად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები