უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შესუსტებული რჩება. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ბოლო მიმოხილვის მიხედვით, შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზეც - გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ელოდებიან. შემცირებულია ტრანზაქციების რაოდენობაც, რაც ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. მოთხოვნა დედაქალაქში შემცირდა კომერციულ ფართებზეც. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ მიზეზი ბაზარზე არსებული გაურკვევლობაა.
სტუმარი: ნატო ბოჭორიშვილი - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია;