მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მუშაობს არაბული უპილოტო მეტროს სისტემა?

უპილოტო მეტრო

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სულ ახლახან ამოქმედდა მსოფლიოს უდიდესი უპილოტო მეტროს სისტემა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს. ეს პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 22.5 მილიარდი დოლარია, მიზნად ისახავს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებას და საცობების შემცირებას.

ერ-რიადის მეტრო ექვს ხაზს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 176 კილომეტრია და ის 85 სადგურს აერთიანებს. ეს ხაზები აკავშირებენ ქალაქის მთავარ უბნებს, ბიზნეს ცენტრებს და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქალაქში გადაადგილებას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაბული მეტროს სისტემა სრულად ავტომატიზებულია და უპილოტო საოპერაციო სისტემას იყენებს, ანუ მატარებელს არა მემანქანე, არამედ AI მართავს. გარდა ამისა, სადგურებზე შეხვდებით პლატფორმის ჩამკეტ კარებს, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ხელოვნური ინტელექტი გაცილებით ეფექტიანი, უსაფრთხო და ზუსტია, ვიდრე საუკეთესო მემანქანე, რადგან მას არც დასვენება სჭირდება და ის არც შეცდომებს უშვებს, რაც მეტროს დაყოვნებას მინიმუმამდე ამცირებს და სატრანსპორტო გამტარუნარიანობას მაქსიმალურად ზრდის.

ეს ამბიციური პროექტი სამი საერთაშორისო კონსორციუმის მიერ განხორციელდა, რომელშიც ამერიკული და ევროპული კომპანიები შედიოდნენ, მათ შორის: Bechtel, Siemens, Alstom და Bombardier, რომლებმაც უზრუნველყვეს მატარებლების და ინფრასტრუქტურის მოწყობა-მონტაჟი.

მეტროს პირველი სამი ხაზი 2024 წლის დეკემბერში ამოქმედდა, ხოლო დანარჩენი სამი ხაზი ეტაპობრივად ამოქმედდა 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა უკვე სრულად ფუნქციონირებს, ქალაქის ხელისუფლება მაინც გეგმავს მეტროს ქსელის გაფართოებას, რათა დაფარული იქნეს ქალაქის უფრო მეტი უბანი და ავტომობილებით გადატვირთულ დედაქალაქს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები