მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ინტერნეტიზაციის პროექტი? - კახა ბექაურის შეჯამება

64947985e8df2
BM.GE
22.06.23 21:30
453
კახა ბექაურმა, პარლამენტისთვის კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის - “Log in Georgia”-ს ფარგლებში, ComCom-ის ჩართულობით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ისაუბრა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

მისი თქმით, პროგრამა მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიზნად, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს.

თავმჯდომარის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, “ოუფენ ნეტმა” ქობულეთში 50 კილომეტრამდე ოპტიკური ქსელი მოაწყო. ასევე, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, აშენდა 140 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. მისივე თქმით, ქსელის მშენებლობა დაწყებულია ტყიბული-ამბროლაური-ონის, ჩოხატაური-სამტრედიისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით: “აღნიშნული გეოგრაფიული არეალები ერთობლივად 570 კილომეტრიან ინფრასტრუქტურას და 68 ათასი ადამიანისთვის ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობას გულისხმობს” - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა.

ანგარიშის წარდგენისას, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ინტერნეტიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად, ComCom-მა გასულ წელს “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” განხორციელებაც დაიწყო, რომელიც მოსახლეობაში ინტერნეტის პოპულარიზაციას, ციფრული ცნობიერების ამაღლებასა და ინტერნეტ სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობას ემსახურება. “პროგრამის ფარგლებში, კომისიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30 თემატური სემინარი ჩაატარა და 350 ბენეფიციარი ციფრული სერვისების გამოყენებაში გადაამზადა” - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები