მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა?

6495987f81c45
ელენე გოგბერაშვილი
23.06.23 17:31
1166
ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის განცხადებით, პროექტ Log-In Georgia-ს ფარგლებში ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაშია. როგორც მან პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, პროექტი 2020 წლიდან ხორციელდება და მიმდინარე და დასრულებული ფართოზოლოვანი ქსელის მშენებლობის მოცულობა 1 710 კილომეტრს შეადგენს.

„Log-In Georgia-ს ფარგლებში ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა არის აქტიურ ფაზაში. დღეისათვის განხორციელდა 550 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამავდროულად მიმდინარეობს კიდევ 220 კილომეტრის მშენებლობა ქობულეთი-ხელვაჩაურის და რაჭის დარჩენილ მონაკვეთებზე, რომელიც 2023 წლის ივლისში, მაქსიმუმ აგვისტოში უნდა დასრულდეს.

ამის პარალელურად გაფორმებულია კიდევ ორი შეთანხმება, მესტია-ჯვარის და ზუგდიდი-ხობის მონაკვეთზე. ერთი არის 160 კილომეტრი, მეორე არის 270 კილომეტრის სიგრძის, სადაც ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება და აღნიშნულის მშენებლობა დასრულდება 2024 წლის იანვრისთვის.

ამავდროულად გამოცხადებულია კიდევ ორი ტენდერი, აბაშა-სენაკის და წყალტუბო- ვარციხის მონაკვეთებზე. მთლიანობაში მიმდინარე და დასრულებული მშენებლობის მოცულობა შეადგენს 1 710 კილომეტრს“,-განმარტავს ეკა ყუბისიძე.

აღსანიშნია, რომ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების მიხედვით, პროექტ Log-In Georgia-ს განსახორციელებლად ბანკმა საქართველოს სესხის სახით 25 წლის ვადით 35,7 მლნ ევრო გამოუყო.

გარდა ამისა, 2021 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას [ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის], რომლის ფარგლებში დონორმა საქართველოს პროექტისთვის 34 მლნ ევრო გამოუყო.

გეგმის მიხედვით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტს ააიპ ოუფენ ნეტი ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები