მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს შრომის ინსპექცია?

ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას, - ამის შესახებ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც “სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა” “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევაში, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობას აფასებს, ნათქვამია, რომ შრომის ინსპექციის სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალებს.

სტუმარი: ქეთევან კუკავა - სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები