საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სტატისტიკის თანახმად, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ დედაქალაქშია. რეგიონების მიხედვით, ვირუსის გავრცელება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17.
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20-ით, 2,666-მდე გაიზარდა.
"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497”,-განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.




























