როგორი იყო ფოთის პორტის ტვირთბრუნვა? საკონტეინერო ტვირთები მკვეთრად გაზრდილია. APM ტერმინალს ფოთის მონაცემებით 2023 წლის 10 თვეში ნახევარ მილიონზე მეტი 20 ფუტიანი კონტეინერი გადამუშავდა, რაც 77%-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით. წელს ფოთის ნავსადგურმა 284 საკონტეინერო გემის მიიღო, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 173 გემი იყო შემოსული, რაც შეეხება გადამუშავებულ ავტომობილებს, პორტი 69 ათასზე მეტ ავტომობილს მოემსახურა. ამ ტენდენციის პარალელურად, საქართველოს უმსხვილეს პორტში გენერალური, ანუ ნაყარი ტვირთის მოცულობა შემცირებულია - 10 თვეში 282 886 ტონა ნაყარი ტვირთი გადამუშავდა, რაც წლიურად 51% -იანი კლებაა. რა ტენდენციაა სატვირთო გადაზიდვების კუთხით და რატომ აკეთებს ფოთის პორტი აქცენტი საკონტეინერო ტვირთის მომსახურებაზე და რა ეტაპზეა გაფართოების პროექტი, რომლის აუცილებლობაზეც გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე თავად პორტშიც საუბრობენ?
სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორი;