მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ რეაგირებს ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესის შენიშვნებზე?

საფოსტო სექტორი „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ შენიშვნებს ამზადებს. დოკუმენტი, რომელიც ბოლო 10 წელია იწერება, ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორს განახლებული სახით 2 თვის წინ წარუდგინა. საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება, რასაც კერძო სექტორი არ იზიარებს. მათი განმარტებით, ახალი კანონი უნდა არეგულირებდეს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას და არა მთლიანად საფოსტო ბაზარს, როგორც ეს წარმოდგენილ კანონპროექტშია.

საფოსტო ბაზრის მოთამაშეებისთვის მიუღებელია საკონტრიბუციო და რეგულირების საფასურის დაწესებაც. წარმოდგენილი კანონპროექტით, საფოსტო ბიზნესმა რეგულირების საფასური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საკონტრიბუციო გადასახადი კი უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევის ხარჯების დასაფინანსებლად უნდა გადაიხადოს. დღეს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას საქართველოს ფოსტა ახორციელებს.

კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, კონტრიბუციის გადამხდელები პოტენციურად შეიძლება გახდეს ყველა საფოსტო ოპერატორი, იქნება ეს კურიერული, ექსპრეს საფოსტო ოპერატორები თუ სხვა. საფოსტო ბიზნესი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შემოთავაზებულ წესს საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს. რა რეაგირება მოჰყვა, კერძო სექტორის მიერ რამდენიმეგვერდიანი შენიშვნებს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან?

სტუმარი: გიორგი ქოპილაშვილი - UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები