მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეაფასეს ინვესტორებმა ტრამპი-პუტინის საუბარი?

ტრამპი პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც თითქმის 1.5 საათი გაგრძელდა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე ისაუბრეს და პოტენციური სამშვიდობო გეგმა განიხილეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიდერების საუბარში არ მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოლაპარაკების ამ ეტაპზე ტრამპი არა მარტო აშშ-ის, არამედ უკრაინის ინტერესებსაც წარმოადგენს.

საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც მშვიდობის დამყარება სურთ, რაც მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულების შანსებს ზრდის.

სავარაუდოდ, ტრამპსა და პუტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგება, რომლის შემდეგ ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში.

მსოფლიო ლიდერებს შორის შემდგარ საუბარს საფონდო ბირჟისა და ინვესტორების მხრიდან ასეთი რეაქცია მოჰყვა:

- ნავთობის ფასი საშუალოდ 1%-ით შემცირდა და Brent-ის ღირებულება ამჟამად 74 დოლარს შეადგენს. ერთთვიან პერიოდში ნავთობის გაიაფების მაჩვენებელი 8%-ს აღწევს, რაც გეოპოლიტიკური რისკების შემცირების მოლოდინითაა განპირობებული.

- ევროპულმა საფონდო ინდექსებმა საშუალოდ 1.5%-იან ზრდა დააფიქსირეს, რაც ასევე პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირდება.

- აშშ-ის საფონდო ინდექსებთან მიმართებით ცვლილება მინიმალურია, რადგან კონფლიქტის მოგვარების საკითხს უოლ-სტრიტზე ჯერაც სკეპტიკურად უყურებენ.

- ევრო დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ხოლო თავად დოლარი იაპონურ იენთან მიმართებით გაუფასურდა, თუმცა სავალუტო ბაზარზე ცვლილებები მინიმალურია.

- ოქროს ფასი დამატებით 0.5%-ით გაზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს - 2,920 დოლარს მიაღწია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოქროს ინვესტორებს კონფლიქტის მარტივად მოგვარების მოლოდინი არ აქვთ.

- კრიპტოინდუსტრიის შეფასება 0.5%-ით გაიზარდა, ბიტკოინის ფასი ისევ $95,700-ის ფარგლებშია, ეთერიუმი კი 2,650 დოლარად ივაჭრება, რაც იმას ადასტურებს, რომ ბაზარზე ჯერაც მაღალი გაურკვევლობაა და რა მოხდება, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები