მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეამცირებს ნიდერლანდები ნახშირბადის ემისიებს 2030 წლამდე? - ინვესტიცია €28 მილიარდია

6450f26bbcf71
სალომე ხიდურელი
03.05.23 00:20
649
ჰოლანდიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა მომდევნო წლებში €28 მილიარდს გამოყოფს, რათა 2030 წლის კლიმატურ მიზნებს გარანტირებულად მიაღწიონ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

EuroNews-ის ცნობით, ნიდერლანდები გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიები 1990 წლის მონაცემებთან შედარებით 55%-ით შეამციროს. საგულისხმოა, რომ გასულ წელს ნახშირბადის ემისიები, დაახლოებით, 30%-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე 1990-ში.

ჰოლანდია გეგმავს, რომ, ახალი პროექტის ფარგლებში, ნახშირბადის ემისიები 22 მეგატონით შეამციროს, რაც 60%-იან შემცირებას გულისხმობს.

ჰოლანდიის კლიმატის მინისტრმა, რობ ჯეტენმა, გასულ კვირას წარადგინა გეგმა, რომელშიც განხილული იყო 120-ზე მეტი ნაბიჯი, რომელსაც ქვეყანა სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად გადადგამს. მათ შორისაა მაღალი CO2 გადასახადები ინდუსტრიული კომპანიებისათვის და მეორადი ელექტრო მანქანების შეძენისა და სახლებზე მზის პანელების დამონტაჟების ხარჯების სუბსიდირებისათვის €600 მილიონის გამოყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები