უმსხვილესმა ამერიკულმა-საბანკო საფინანსო ჰოლდინგებმა ფინანსური შედეგები გამოაქვეყნეს.
გასაჯაროებული ანგარიშების თანახმად, JPMorgan-ს, Goldman Sachs-ს და Citigroup-ს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აქვთ, რაც მათი აქციების შეფასებაზე პოზიტიურად აისახა.
უფრო კონკრეტულად, Goldman Sachs-ის შემოსავალმა მესამე კვარტალში $15 მილიარდი შეადგინა, რაც 60%-ით გაზრდილი საკონსულტაციო შემოსავლით, 42%-ით მომატებული საინვესტიციო ამონაგებით და გაზრდილი საკომისიოებით არის განპირობებული.
JPMorgan-ს რაც შეეხება, უმსხვილესი ამერიკული ბანკის მოგებამ საანგარიშო პერიოდში $14.4 მილიარდი შეადგინა, რაც 12%-იანი ზრდაა და ინვესტორების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე მეტია.
Citigroup-ის შემთხვევაშიც პოზიტიური დინამიკა გვაქვს, კომპანია $22 მილიარდის შემოსავალს და $3.8 მილიარდის წმინდა მოგებას აფიქსირებს, რაც 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მიმდინარე კვირას გავეცნობით სხვა ფინანსური ჰოლდინგების, მათ შორის: Bank of America-ს, Morngan Stanley-ის და American Express-ის შედეგებსაც.




























