მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

639d738d5f4e6
გიორგი თოლორდავა
17.12.22 19:00
643
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 4.36%-ით შემცირდა
 და ამჟამად ერთი აქციის ფასი 25.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.23 მილიარდ სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 18%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 6.1%-ს აღწევს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.83%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 21.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამჟამად 1.18 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 14%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 1%-ს აღწევს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების 2.37%-ით დაეცა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.40 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 344 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 7.5%-ით გაიზარდა, ერთ თვეში ზრდის მაჩვენებელი კი 1.2%-ს შეადგენს.

წყარო - Galt & Taggart

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები