მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

63a69d801f6fc
გიორგი თოლორდავა
24.12.22 12:00
757
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 1.79%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 25.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.26 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 23%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 1%-ს შეადგენს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულებამ ერთკვირიან ჭრილში 2.33%-ით მოიმატა. ბანკის ერთი აქცია 22.0 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.21 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 26%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 2.8%-ს აღწევს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.35%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 349 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 10.3%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები