ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.91%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 27.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.36 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 33%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.56%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 22.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 24%-ითაა გაზრდილი.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2.29%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.67 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 357 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 11%-ითაა გაზრდილი.
წყარო - Galt & Taggart