მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

644ce44dadef9
გიორგი თოლორდავა
29.04.23 13:29
783
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 4.23%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 29.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.45 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 47%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.84%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 23.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.29 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 42%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2.55%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.05 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 375 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 32%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები