მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე?

6324c42e6e2b0
BM.GE
16.09.22 22:27
731
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 1.88%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 20.85 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 20 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 1,025 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში საქართველოს ბანკის აქციების მატება 32%-ია. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 587,663 აქცია იყო. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 7.86%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 17.34 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ კლებით 75 მილიონით შემცირდა და ამჟამად 956 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 20.75%-ით გაიზარდა. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 327,153 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების კლებამ 1.16% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.80 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 4 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 316.89 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციის ფასი 1.64%-ით გაიზარდა. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 326,604 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები