ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 2.21%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 19.44 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 21 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 955.85 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში საქართველოს ბანკის აქციების მატება 48.85%-ია. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 369,189 აქცია იყო.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.20%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 17.38 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ მატებით 40 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 958.61 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 37.50%-ით გაიზარდა. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 144,649 აქცია იყო.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების კლებამ 2.58% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.03 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 7 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 281.01 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციის ფასი 0.50%-ით შემცირდა. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 102,802 აქცია იყო.
წყარო - Galt & Taggart




























