ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 0.20%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 25.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.24 მილიარდ სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 26%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 17%-ს აღწევს.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში არ შეცვლილა. ბანკის ერთი აქცია 21.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამჟამად 1.2 მილიაედ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 41%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 22%-ს აღწევს.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების 0.13%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.44 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 347 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა, ერთ თვეში ზრდის მაჩვენებელი კი 20%-ს შეადგენს.
წყარო - Galt & Taggart




























