მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ხაჭაპურის ინდექსი მარტში? - ISET

642ea847c0ce4
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 15:36
799
თსუ-ს ეკონომიკური პოლიტიკის სკოლის მიერ გამოქვეყნებული ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, მარტში ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში შემცირდა, წლიურად კი გაიზარდა.

ISET-ის ინდექსის მიხედვით, 2023 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.54 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის მარტის მაჩვენებელს 10.9%-ით აღემატება, 2023 წლის თებერვალთან შედარებით კი ხაჭაპურის ღირებულება 5.7%-ით შემცირდა.

ამის მიზეზი კი წლიურად, მარტში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის მნიშვნელოვანი ზრდაა: რძე (+20.2%), საფუარი (+15.4%), კარაქი (+14.4%), კვერცხი (+11.4%), ყველი (+11.3%), ფქვილი (+3.5%).

თვიურ ჭრილში, მარტში, ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა, რაც ძირითადად ყველის ფასის სეზონური კლებით იყო განპირობებული, რომელიც წინა თვესთან შედარებით 9.9%-ით შემცირდა. თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიჰყვება ახალი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტრენდს.

„რძისა და რძის პროდუქტების ფასების კლებაზე შეიძლება გავლენა მოეხდინა დიდმარხვასაც, რომელიც 27 თებერვალს დაიწყო, რადგან მარხვის პერიოდში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს.

ტრადიციულად, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მკვეთრად ქუთაისში იგრძნობა, სადაც მარტში ყველის ფასი 17.1%-ით შემცირდა საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ იმერეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი რძის მწარმოებელი რეგიონია და რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები იკლებს. ქუთაისში შემცირებული ფასები, დიდი ალბათობით, საქართველოს დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცემა“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები