მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება განთავისუფლდეს პირი პასუხისმგებლობისაგან საზღვრის უკანონო კვეთისას? - კანონპროექტი

საზღვარი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა.

როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ცვლილებების თანახმად, თუკი პირი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვა, სადაც მას საფრთხე ემუქრებოდა და დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, ამასთან, წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის შესახებ და მას საერთაშორისო დაცვის სტატუსი მიენიჭება, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას სხვა დანაშაული არ ექნება ჩადენილი.

მისი თქმით, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლდება.

ცვლილებების მიხედვით, გამოძიების ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული დანაშაულების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. ცვლილება სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის მინიმალურ ოდენობაა 2 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდადებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. კანონპროექტი სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები