მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიძლება გრძელვადიანად რაღაც დავგეგმოთ, როცა ვხედავთ რეპრესიებს?! - რესან ქიქავა

ქიქავა

როგორ შეიძლება გრძელვადიანად რაღაც დაგეგმო ასეთ გარემოში, როცა ვხედავთ ჩვენ თვალწინ რეპრესიებს, არაპროპორციული ძალის გამოყენებას, შუღლის და აუტანლობის გავრცელებას, ეს ყველაფერი მოქმედებს?! - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ ExpoGeorgia-ს აღმასრულებელი დირექტორმა, რესან ქიქავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკა და ბიზნესი განწყობით იმართება, ამიტომ როცა ადამიანებს არ აქვთ მომავლის მიმართ პოზიტიური განწყობა, ბიზნესი გრძელვადიანად დაგეგმვაზე ვეღარ ფიქრობს.

„ყველა არის გადარჩენის და რაღაცის მოფიქრების რეჟიმში. არის ძალიან დიდი შიშიც, ვინაიდან ჩვენთან პოლიტიკური კულტურა არ არის იმ დონეზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ამასაც ძალიან ბევრი ერიდება და ფაქტებია ასეთი, მაგალითად, მამუკას [ხაზარაძის] და ბადრის [ჯაფარიძის] დაკავება იქნება თუ სხვა არაპროპორციული მოქმედება, რომელიც არის ძალიან ცუდი და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, ასევე ძალიან ცუდი სამართლებრივი პრეცედენტი და არის ძალიან ცუდი თუ არა კატასტროფული საინვესტიციო გარემოსთვის - ასეთი ტიპის მოქმედებები კიდევ უფრო აღვივებს შიშს და ნეგატიურ განწყობას მომავალთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არიან ჯერ კიდევ კომპანიები, რომლებიც მაინც ცდილობენ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას.

„ძალიან ვამაყობ ბევრი ქართული კომპანიით, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ შემცირდეს ზეწოლა, რომელიც გარემოდან გამომდინარეა ბიზნესზეა და ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და პოზიტიური დინამიკა რამენაირად. არის კომპანიები, რომლებიც ამას ახერხებენ... საკუთარი ძალისხმევის ხარჯზეა, რომ ეკონომიკაში ჯერ კიდევ რაღაცას ვფაფხურობთ და მთლიანად არ დაგვეშალა თავზე ყველაფერი“, - აღნიშნა რესან ქიქავამ.

ExpoGeorgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა უფრო მეტად დავემსგავსებით რუსული ტიპის სახელმწიფოს.

"მოლოდინი არის ზუსტად იგივე, რომ ჩვენ ნელ-ნელა წავალთ იქითკენ, რომ უფრო და უფრო მეტად დავემსგავსებით რუსული ტიპის სახელმწიფოს და შესაბამისად, ყველა ის წარმატებები იქნება ინსტიტუციური თუ სხვა ტიპის, იქნება მეორეხარისხოვანი და აღარ იქნება აქტუალური. ეს ჩანს ყველაფერში. მათ შორის ჩანს პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებების და აბსოლუტურად ამ კუთხით ყველაფერი არის ნათელი. ჩვენ ახლა იმ რეჟიმში ვართ, რომ არ ვიმჩნევთ, ქვეყნის სრულად Take over-ია. არშემჩნევის რეჟიმში ვართ. კი მოხდა, მაგრამ არ ვაღიარებთ... დგახარ იქ რუსთაველზე და მეგობრებს ელაპარაკები და რადგან ეს მეგობრები ადეკვატურები არიან, გგონია, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. არ არის ნორმალურად, სამწუხაროდ.

იქნება პროგრესირებადი ნეგატივი. საბოლოოდ ჩვენ მივდივართ ისეთი ტიპის სახელმწიფოსკენ, როგორიც არის დღევანდელი რუსული პოლიტიკური კულტურის შინაარსისთვის დამახასიათებელი სახელმწიფო“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები