მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიქმნა ელ. ფოსტა?

e-mail

ელექტრონული ფოსტა ან E-mail-ი ინტერნეტით კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის ქონა პროფესიულ და საგანმანათლებლო სამყაროში ფაქტობრივად სავალდებულოდ ითვლება.

ელ. ფოსტით შესაძლებელია როგორ ტექსტური შეტყობინების, ასევე ფოტოს, ვიდეოს ან სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაგზავნა. E-mail-ის მისაღებად არ არის აუცილებელი მოწყობილობის ჩართვა ან ონლაინში ყოფნა, რადგან შეტყობინება დანიშნულების ადგილას ნებისმიერ შემთხვევაში მიდის, განსხვავებით სატელეფონო შეტყობინებისა, რომელიც, შესაძლოა, უბრალოდ გზაში დაიკარგოს.

თანამედროვე E-mail-ის გამოყენება თითქმის ნებისმიერი მოწყობილობით, კომპიუტერით, სმარტფონით, ჭკვიანი საათით თუ ავტომობილის ცენტრალური სისტემითაა შესაძლებელი, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო, უფრო მეტიც, წლების განმავლობაში ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა მხოლოდ ერთი დაწესებულების შიგნით, სპეციალური კომპიუტერებით შეიძლებოდა, მაგრამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რა თქმა უნდა, ეს ბარიერები უბრალოდ წაშალა.

E-mail-ის შექმნა ამერიკელ მეცნიერს და ინჟინერს, რეი ტომლინსონს უკავშირდება, რომელმაც 1971 წელს ელ. ფოსტის პირველი ვერსია შექმნა. აღსანიშნავია, რომ თავად ეს პროგრამა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შექმნილ ARPANET-ში მუშაობდა, რომელიც თავად ინტერნეტის წინამორბედი იყო. სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ელ. ფოსტა ინტერნეტზე უფრო ძველი ტექნოლოგიაა და ის სათავეს სამხედრო ძალებიდან იღებს, როგორც ბევრი სხვა ინოვაცია. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის სახელში E-mail-ის ცნობილი სიმბოლოს გამოჩენაც სწორედ ტომლინსონს უკავშირდება.

ელ. ფოსტამ სწრაფი ტემპით განვითარება 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ბაზარზე World Wide Web-ი და სამომხმარებლო ინტერნეტი გამოჩნდა. მარტივი, თუმცა სასარგებლო ტექნოლოგია თავდაპირველად მსხვილმა კომპანიებმა და საჯარო სტრუქტურებმა აიტაცეს, რომლებიც E-mail-ს შიდა კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, თუმცა დროსთან ერთად ელ. ფოსტის მასშტაბები გასცდა კერძო ქსელებს და მან გლობალურ ასპარეზზე გადაინაცვლა, სადაც Google-მა და Microsoft-მა ის განვითარების მწვერვალზე აიყვანეს და საერთაშორისო სტანდარტად აქციეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები