მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

QR-კოდი SMS-ის ნაცვლად — Google-ი ავთენტიკაციის პირობებს ცვლის

Gmail
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული ფოსტის Gmail-ის მომხმარებლის პირობები იცვლება.

ამიერიდან, Google-ი ავთენტიკაციისთვის, ანუ მომხმარებლის ვინაობის ნამდვილობის დასადგენად გამოიყენებს არა SMS-ებს, არამედ QR-კოდებს. თუკი მომხმარებელს Gmail-ის ანგარიშში ახალი მოწყობილობიდან შესვლა მოუნდება, მობულურ ტელეფონზე 6-ნიშნა კოდის მიღების ნაცვლად, ეკრანზე QR-კოდი გამოუჩნდება, რომელსაც სმარტფონით დაასკანერებს.

როგორც Google-ში ამბობენ, ბოლო წლებში, ჰაკერებმა SMS-ების გაშიფვრის სისტემა მოიფიქრეს, ხოლო QR-კოდების გამოყენება მეტად უსაფრთხო გამოსავალია. Google-ის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ორფაქტორიანი ავთენტიკაციის სისუსტეებზე მიგვანიშნებს, რაც რეალობაა, რომელსაც არაერთი ტექნოლოგიური კომპანია აღიარებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლებთან ერთად 2FA-სისტემები ძირეულად შეიცვლება ან პროცესში დამატებითი რგოლები გაჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები