ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ამერიკულ ენერგოკომპანია Constellation Energy-სთან 3,590 მეგავატი ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
როგორც ირკვევა, ეს პარტნიორობა აშშ-ის უმსხვილეს ელექტროქსელ PJM-ში Constellation Energy-ის მხრიდან $4.3 მილიარდზე მეტი მოცულობის ახალი ინვესტიციის განხორციელებას უზრუნველყოფს.
გარიგების ფარგლებში, ტექნოლოგიური გიგანტი 890 მეგავატი სიმძლავრის ბირთვული ენერგიის შესყიდვისთვის 20-წლიან კონტრაქტს შეათანხმებს. ეს მოცულობა კი არსებული ატომური რეაქტორების სიმძლავრის გაზრდით მიღებულ ახალ გამომუშავებას დაეფუძნება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული 11 ბირთვული ბლოკი ილინოისის, პენსილვანიისა და ნიუ-ჯერსის შტატებში მდებარეობს. განახლებული ობიექტებიდან ელექტროენერგიის მიღებას მხარეები 2028 წლიდან გეგმავენ.
ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ატომურ სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება უკვე დადეს. Constellation Energy-მ Microsoft-ის მონაცემთა ცენტრების მოსამარაგებლად პენსილვანიაში Three Mile Island-ის რეაქტორის ხელახლა ამუშავების გადაწყვეტილებაც მიიღო, Google-მა კი NextEra Energy-სთან აიოვაში მდებარე ატომური სადგურის აღდგენის კონტრაქტი გააფორმა.
























