შავი პარასკევის კვირეული დასრულდა, შედეგებსაც მალე დავითვლით, როგორი იყო მსოფლიოში ტრენდული კომპანიებისთვის ამ წლის ფასდაკლებების დღე და ზოგან კვირაც შეჯამდება, თუმცა ის რაც ბოლო დღეები ყველასთვის აქტიურად განსახილველი იყო სინამდვილეში საიდან იღებს სათავეს ცალკე ამბავია. აღმოჩნდა, რომ მისი შექმნის მრავალი ვერსია არსებობს, თუმცა მთავარი ტრადიცია მაინც ისაა, რომ შავი პარასკევი მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება.